saqarTvelos qedebi - loqis qedi

ქვეყანა საქართველო, სომხეთი
კოორდინატები 41°09`07` ჩ. გ. 44°34`47` ა. გ.
უმაღლესი წერტილი ლალვარი
სიმაღლე 2445 მ

 

ისტორიული სახელწოდება: სომხითის ქედი.

საშუალო სიმაღლის ქედი მცირე კავკასიონის მთათა სისტემაში, მდინარეების მაშავერისა და დებედის წყალგამყოფი. განედური ქედია. ჩრდილოეთ-დასავლეთი კალთა საქართველოს ფარგლებშია, დანარჩენი - სომხეთის ტერიტორიაზე. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რომლებიც დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. უმაღლესი მწვერვალია ლალვარი (2545 მ, სომხეთი). ახასიათებს საშუალო მთიანი რელიეფი სტრუქტურული, ეროზიული და დენუდაციური ფორმებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს რცხილა და მუხა, ზედაში - წიფელი. გვხვდება აგრეთვე ფიჭვის მცირე კორომები. ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.